Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს


HIMARS-ის სისტემიდან რაკეტის გასროლა. უკრაინა, ხერსონის ოლქი, 5 ნოემბერი, 2023.
HIMARS-ის სისტემიდან რაკეტის გასროლა. უკრაინა, ხერსონის ოლქი, 5 ნოემბერი, 2023.

შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ეს არის ძირითადად საბრძოლო მასალა და იარაღი, რომელიც საჭიროა უკრაინის მიერ დაგეგმილი შეტევის განსახორციელებლად, განაცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ოთხშაბათს უნდა გამოცხადდეს.

უკრაინის არმია მიიღებს მართვად რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის, ჭურვებს ჰაუბიცებისთვის, ნაღმსატყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს. დახმარების პაკეტში პირველად შედის საავიაციო რაკეტები Hydra, რომლებიც განკუთვნილია მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებისთვის. ეს იარაღი და საბრძოლო მასალა ამერიკის არმიის არსენალშია და უკრაინას უახლოეს მომავალში უნდა მიეწოდოს. უკრაინა ასევე მიიღებს სატვირთო მანქანებს, ტრაქტორებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.

გამოცემა Air Force Times-ის ცნობით, ეს არის გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების 37-ე პაკეტი. დახმარების საერთო მოცულობა 36 მილიარდ დოლარს უახლოვდება.

XS
SM
MD
LG