Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 4 მაისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა. საგამოძიებო უწყებამ დაკავების შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე აცნობა.

"განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ." - თქვეს საგამოძიებო სამსახურში.

რა მოხდა ვერაზე - გამოძიების ვერსია

გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლა ვერასთან" იმყოფებოდნენ გ.მ. და დაცვის პოლიციის ის თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. 4 მაისის საღამოს მათ მიუახლოვდა კაცი (ს.გ.), რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.მ.-ს, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომლის დასაცავი პირის ნათესავია და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სწორედ ამ დროს მას დაედევნა დაცვის პოლიციის თანამშრომელი და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა - კაცი (ს.გ.) გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გუშინ, 4 მაისს, თბილისში კაცი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG