აშშ-ის კინოსამრეწველო ცენტრში - ჰოლივუდში - გაიფიცნენ სცენარისტები.
ამის შესახებ ლოს-ანჯელესიდან იტყობინება აშშ-ის საავტორო პროფკავშირები, WGA.
გაფიცვამდე კინოსტუდიებსა და პლატფორმებს შორის, რომლებიც ფილმებს ფართო საზოგადოებას უჩვენებენ, გაიმართა ტარიფების შესახებ მოლაპარაკება, მაგრამ ის უშედეგოდ დასრულდა.
იმ კომპანიების რაოდენობის ზრდის გამო, რომლებიც ფილმებს უჩვენებენ, სცენარის ავტორები მოითხოვენ უფრო მაღალ ანაზღაურებას და მოგებაში უფრო დიდ წილს. დღემდე ისინი წლიურ, წინასწარ შეთანხმებულ ჰონორარს იღებდნენ.
ჰოლივუდის სცენარის ავტორებმა ბოლო გაფიცვა მოაწყვეს 2007/2008 წლებში. მათ ასი დღის განმავალობაში არ იმუშავეს, რაც გასართობ მრეწველობას, მისი მონაცემებით, თითქმის ორი მილიარდი დოლარი დაუჯდა.
2017 წელს მწერალთა კავშირი დაემუქრა მრეწველებს, რომ გაიფიცებოდა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შედეგად მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.