Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელმა კინორეჟისორმა ფანაჰიმ 14-წლიანი აკრძალვის შემდეგ ირანი დატოვა


ჯაფარ ფანაჰი ევინის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, თებერვალი, 2023 წელი
ჯაფარ ფანაჰი ევინის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, თებერვალი, 2023 წელი

ირანელი რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი ირანიდან გაემგზავრა 14-წლიანი აკრძალვის შემდეგ, განაცხადა 26 აპრილს მისმა ადვოკატმა.

62 წლის კინორეჟისორმა, რომლის ფილმებმა არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვეს, თებერვალში დატოვა საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ. მანამდე მან შვიდი თვე გაატარა ციხეში.

„მას მერე, რაც სასჯელი მოიხადა, ფანაჰის ნება დართეს დაეტოვებინა ქვეყანა და დაიბრუნა თავისი პასპორტი“, - უთხრა AFP-ს რეჟისორის ადვოკატმა, რომელმაც განმარტა, რომ ფანაჰი საფრანგეთში წავიდა შვილის მოსანახულებლად.

ფანაჰის ცოლმა გაავრცელა ფოტო, რომელიც აეროპორტშია გადაღებული და რომელზეც გამოსახული წყვილი ბედნიერი ჩანს.

XS
SM
MD
LG