Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდში საავიაციო ბომბის აფეთქების ადგილას კიდევ ერთი ბომბი აღმოაჩინეს


რუსეთის ქალაქ ბელგორიდის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე 20 აპრილს საავიაციო ბომბი ჩამოვარდა რუსეთის Su-34 სამხედრო თვითმფრინავიდან. მოგვიანებით იმავე ადგილას კიდევ ერთი აუფეთქებელი ბომბი აღმოაჩინეს. ბელგოროდი, 20 აპრილი, 2023
რუსეთის ქალაქ ბელგორიდის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე 20 აპრილს საავიაციო ბომბი ჩამოვარდა რუსეთის Su-34 სამხედრო თვითმფრინავიდან. მოგვიანებით იმავე ადგილას კიდევ ერთი აუფეთქებელი ბომბი აღმოაჩინეს. ბელგოროდი, 20 აპრილი, 2023

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 20 აპრილს საავიაციო ბომბი ჩამოვარდა რუსეთის Su-34 სამხედრო თვითმფრინავიდან, კიდევ ერთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება.

მისი თქმით, ფეთქებადსაშიში საგანი გამნაღმველებმა აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასაფეთქებელი ტექნიკის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ბომბი პოლიგონზე გააუვნებლონ.

გლადკოვმა თქვა, რომ მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენენ 200 მეტრის რადიუსში მდებარე 17 მაღალსართულიანი სახლიდან. წინასწარი მონაცემებით, ეს სამი ათასზე მეტი ადამიანია.

როგორც ტელეგრამის არხი Baza წერს, საავიაციო ბომბი მიწისქვეშ არის. წინასწარი ინფორმაციით, მან შვიდი მეტრის სიღრმემდე ჩააღწია.

20 აპრილს საღამოს ბელგოროდში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Su-34-დან, რომელმაც ქალაქს გადაუფრინა, ავიაბომბი ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საავიაციო ბომბის ჩამოგდება „არასაშტატო“ ქმედება იყო. აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. ერთ-ერთ სახლში ოთხი ბინა დაინგრა. დაშავდა სამი ადამიანი. ბომბის ჩამოვარდნის შედეგად წარმოიქმნა ღრმა კრატერი.

რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას.

მოსკოვმა არაერთხელ დაადანაშაულა უკრაინა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო იერიშებსა და დრონებით დარტყმებში. კიევი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG