Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს ბრალი წარუდგინა


კადრი სპეცოპერაციიდან, სადაც სუსის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს
კადრი სპეცოპერაციიდან, სადაც სუსის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მალხაზ პაქსაშვილს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

პაქსაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუსმა დღეს, 22 აპრილს გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამავე ორგანიზაციის საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, სუსი ამტკიცებს, რომ მას კავშირი ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG