Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავა


კადრი სპეცოპერაციიდან, სადაც სუსის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს
კადრი სპეცოპერაციიდან, სადაც სუსის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებულმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა.

მათივე ინფორმაციით, 2013-2015 წლებში პაქსაშვილი ე.წ. სამხედრო ემირების, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

სუსი ამტკიცებს იმასაც, რომ დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და ამავე ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. ნაიბის პოზიციას იკავებდა.

უწყება დაკავების ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას.

დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG