ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირის არმქონე ქვეყნებისგან შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მშვიდობის დამყარებისთვის იმუშავებს და თქვა, რომ მიმდინარე კვირაში მან ეს საკითხი განიხილა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.
"ვფიქრობ, მაგიდას უნდა მივუსხდეთ და ვთქვათ - 'საკმარისია, მოდით ლაპარაკი დავიწყოთ', რადგან ომს არასოდეს მოუტანია და არც არასოდეს მოუტანს რაიმე სარგებელს კაცობრიობისთვის" - თქვა ლულამ, რომელიც კრიტიკულად აფასებს აშშ-ს და ევროკავშირს კონფლიქტში მათი როლისთვის.