კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი - ხელმძღვანელი გასამხედროებული ჯგუფისა "ვაგნერი", რომელიც წამყვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში - აცხადებს, რომ უკრაინაში ხანგრძლივ კონფლიქტს შესაძლოა რუსეთის დაშლა მოჰყვეს.
15 აპრილს, ტელეგრამით გამოქვეყნებულ განცხადებაში პრიგოჟინმა მოსკოვს მოუწოდა უკრაინაში თავისი მიზნები "მიღწეულად" გამოაცხადოს და დაასრულოს იქ მიმდინარე ბრძოლა. პრიგოჟინის თქმით, "ბევრი მათგანი, ვინც გუშინ მხარს უჭერდა საგანგებო ოპერაციას, დღეს ან ეჭვებშია, ან კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება".