თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა. აქცია, რომლის სლოგანი იყო "ერთად ევროპაში", პარტიის ახალგაზრდული ფრთის გამოსვლებით დაიწყო და პოლიტიკოსების მიმართვებით გაგრძელდა.
ენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს ხელისუფლებისადმი 4 მთავარი მოთხოვნა გააცნო და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
მიტინგზე ასევე კვლავ გაისმა "სოხუმი! ცხინვალი!", რამაც 7-9 მარტის აქციებისას ოკუპირებულ აფხაზეთში შეშფოთება გამოიწვია.