Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია რიგგარეშე სესიას და სასამართლო სისტემაში კანონდარღვევებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, შეიქმნას სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონდარღვევების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. საქმე ეხება საკანონმდებლო ორგანოში უკვე რეგისტრირებულ ინიციატივას კომისიაზე, რომლის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა.

ერთობლივ ბრფინგზე, რომელიც დეპუტატებმა პარლამენტში გამართეს, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ მომავალ კვირას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, რათა რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.

"გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს, გვსურს შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამ მიზნით ორშაბათს, 10 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ. ნებისმიერი დღე, რომელიც მოსამართლეთა სანქცირების თემასთან დაკავშირებით რეაგირებას დააყოვნებს, საქართველოსთვის შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს.

პარლამენტის თითოეული წევრი გადაწყვეტილებას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს. რეაგირების არმოხდენა სანქცირების გაგრძელების და ამ ქვეყნისვე განვითარების შეფერხების საფუძველი გახდება" , - თქვა კორძაიამ.

დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებით კი მთელი საპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანებულია ამ საკითხის ირგვლივ:

"აშშ-ის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ის ყველაზე ძლიერი და ერთგული მეგობარია ჩვენი ქვეყნის. ახლა ჩვენი მანდატის ფარგლებში, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დარეგისტრირებული კომისია უკვე შევქმნათ".

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

XS
SM
MD
LG