Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა და მამინაცვალი დააკავეს - კახეთში არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ორი შემთხვევაა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. კაცი 50 წლისაა.

ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანმა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ კლასის დამრიგებელს უთხრა.

რადიო თავისუფლებას მომხდარი დაუდასტურეს სკოლაში, თუმცა დეტალებზე ლაპარაკი არ სურთ. კაცს ბრალი უკვე წაუყენეს. არასრულწლოვანი მესამე პირის ოჯახშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.

დღესვე ცნობილი გახდა კახეთში არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ. საუბარია მამინაცვლის მხრიდან 12 წლის მოზარდის სავარაუდო გაუპატიურებაზე. კაცი დაკავებულია.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 12 წლის გოგოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.

კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის შესახებ - კახეთში 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როგორც საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, დაკავებულმა ჩადენილ დანაშაული აღიარა.

XS
SM
MD
LG