Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუდა: პოლონეთს ნატოსგან უკრაინისთვის უსაფრთხოების მეტი გარანტია სურს


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ვარშავა. 2023 წლის 5 აპრილი
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ვარშავა. 2023 წლის 5 აპრილი

პოლონეთი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიიღოს ნატოს სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ივლისში გაიმართება, თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 5 აპრილს.

"ჩვენ ვცდილობთ ნატოს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მოვიპოვოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - თქვა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG