Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უარყოფს, რომ რუსულმა ძალებმა ბახმუტის მთავარ შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს


საილუსტრაციო ფოტო. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი
საილუსტრაციო ფოტო. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში უარყოფენ, რომ რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დაიპყრეს და ადმინისტრაციის შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს.

სარდლობის წარმომადგენელმა სერჰეი ჩერევატიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ რუსებმა დროშა აღმართეს „რაღაც ტუალეტზე“ და თქვეს, რომ ქალაქი დაიპყრეს. ჩერევატის განცხადებით, „დაე, ეგონოთ, რომ აიღეს“, მაშინ, როცა სინამდვილეში, რუსეთი ბახმუტის დაპყრობისგან ძალიან შორსაა. უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციის შენობის გარშემო ბრძოლა გრძელდება.

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა წუხელ, ტელეგრამით გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დროშა აღმართეს ქალაქ არტიომოვსკის ადმინისტრაციის შენობაზე. რუსეთი არტიომოვსკს უწოდებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. პრიგოჟინის განცხადებით, „იურიდიულად ბახმუტი აიღეს“ და ქალაქის მთელ ცენტრალურ ნაწილში რუსეთის დროშები აღიმართება. "ვაგნერის" დამფუძნებლის თანახმად, უკრაინის ძალები ბახმუტის დასავლეთ უბნებში რჩებიან.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG