Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს


პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის ჩამოვიდა და მისი მიზანია ქვეყანაში ფიზიკური დაპირისპირების წახალისება.

„ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან“ - თქვა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ ევროპარლამენტარი ამ სტრატეგიას უჭერს მხარს. „საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“,- განაცხადა მან.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში „საქართველოს მწვანე ევროპული პერსპექტივა“. ის 1 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე მივიდა. როგორც ევროპარლამენტარმა კრამონმა აღნიშნა, მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის „იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს“.

XS
SM
MD
LG