Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროებამ შპიონაჟის ბრალდებით დააკავა Wall Street Journal-ის ჟურნალისტი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს ამერიკული გამოცემის, The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გერშკოვიჩი „ამერიკული მხარის დავალებით მოქმედებდა“ და "აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.

ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია შპიონაჟის მუხლით, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში დაახლოებით 6 წელია მუშაობს, ეკატერინბურგიდან გაუჩინარდა. ამერიკელი ჟურნალისტი ამზადებდა მასალას კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შესახებ.

XS
SM
MD
LG