Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისა და ავდეევკისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება


დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი. 2023 წლის 26 მარტი
დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი. 2023 წლის 26 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 62 შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისთვის.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის იერიშები წარუმატებელი იყო. რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, გენშტაბის თანახმად, მტერი უტევს უშუალოდ ქალაქ ბახმუტს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ და დასახლებულ პუნქტებს: ორეხოვო-ვასილევკას, ბოგდანოვკას, ივანოვსკოეს და ოზარიანოვკას. ეს დასახლებული პუნქტები მდებარეობს ბახმუტის დასავლეთში, ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთში.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 26 და 27 მარტს რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევას ბახმუტსა და მის შემოგარენზე და წარმატებას მიაღწიეს ქალაქ ბახმუტში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გამოცდილი მებრძოლების გარკვეული ნაწილი გაგზავნა ავდეევკის რაიონში, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უხარისხო და ძალაგამოცლილი სამხედრო დაჯგუფებების დასახმარებლად.

ამერიკელი ექსპერტები ავდეევკაში „ვაგნერელების“ გაგზავნას უკავშირებენ რუსეთის მიერ ამ რაიონში, ბოლო ერთ კვირის განავლობაში მიღწეულ შეზღუდულ ტაქტიკურ წარმატებას.

XS
SM
MD
LG