Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდ. მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას აპირებს


უკრაინული Mi-24 ვერტმფრენი.
უკრაინული Mi-24 ვერტმფრენი.

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაიას განცხადებით, ქვეყანა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, იუწყება გამოცემა გამოცემა Nezavisen.

მინისტრის თქმით, მთავრობა ოთხშაბათის სხდომაზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე.

„ეს არის აღჭურვილობა, რომელიც ჩვენი გეგმების შესაბამისად, ეწურება ექსპლუატაციის ვადა“, - განაცხადა პეტროვსკაიამ.

გარდა ამისა, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო შეიძენს ახალ მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს, სავარაუდოდ რვა ერთეულს.

გასული წლის აგვისტოში, ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინას გადასცა ოთხი სუ-25 თვითმფრინავი, რომელიც იყიდა კიევისგან 2001 წელს.

ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინას ასევე გადასცა საბჭოთა T-72 ტანკები, რომელთა ამოღებასაც აპირებდა უახლოეს წლებში.

XS
SM
MD
LG