ევროპის კავშირის გეგმები რუსული აქტივების ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უპრეცედენტო და სახიფათოა, განაცხადა ევროპის კავშირის საგანგებო გაყინული აქტივებით დაკავებული „სამუშაო ჯგუფის“ ხელმძღვანელმა 24 მარტს.
ოლიგარქების იახტებიდან დაწყებული, რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური სავალუტო რეზერვებით დამთავრებული, აურაცხელი სიმდიდრის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა მისი კანონიერი გზით მოპოვება სათქმელად ადვილია, მაგრამ განსახორციელებლად - ძნელი, - განაცხადა შვედმა დიპლომატმა, ანდერს ანლიდმა AFP-სთან ინტერვიუში, სტოკჰოლმში.
"ადვილი არაფერია", როცა საქმე ეხება უზარმაზარი თანხების მოძიებასა და მოპოვებას, რომლებიც უნდა მოხმარდეს უკრაინის რეკონსტრუქციას, თქვა ანლიდმა და დასძინა, რომ ევროპა გეგმავს, იყოს "ინოვაციური".