Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის ყველა შენაერთმა დატოვა ნოვა-კახოვკა - უკრაინის სარდლობა


ნოვა-კახოვკა რუსეთის არმიამ მასშტაბური აგრესიის პირველივე დღეებში დაიკავა
ნოვა-კახოვკა რუსეთის არმიამ მასშტაბური აგრესიის პირველივე დღეებში დაიკავა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმიის ყველა დანაყოფმა დატოვა ხერსონის რეგიონის ქალაქი ნოვა-კახოვკა. ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებს რუსეთის მხარე.


"2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით, დამპყრობელთა არმიის ყველა შენაერთმა, რომლებიც ხერსონის რეგიონში, ნოვა-კახოვკის დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა გამორჩენის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის შენობებში ჩატარებული „შემოვლა“. ოკუპანტებმა სამოქალაქო მოსახლეობას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურის შტაბის ცნობაში.

ქალაქ ნოვა-კახოვკაზე რუსეთის არმიამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში დაამყარა კონტროლი.

გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ამჟამად ახორციელებს თავდაცვით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

XS
SM
MD
LG