Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სიმონიანს და გაბრელიანოვს სომხეთში შესვლა ეკრძალებათ


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ რესპუბლიკაში შესვლა ეკრძალებათ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს. მანამდე სომხეთის ხელისუფლება გაურბოდა პირდაპირ პასუხს ამ აკრძალვის არსებობის შესახებ.

პრესკონფერენციაზე ფაშინიანს კითხვა დაუსვეს სინონიანის, გაბრელიანოვისა და სახელმწიფო დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის თაობაზე.

„სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს მისდამი პატივისცემის მოლოდინი, გამოიყენოს სუვერენული ინსტრუმენტები თავისი ინტერესების ხელყოფის აღსაკვეთად... პატივისცემა უნდა გამოიჩინონ, მათ შორის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სიმონიანმა, ფაშინიანის სიტყვების კომენტირებისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრს უწოდა "გადაჯიშებული", "სომეხი ხალხის მოღალატე", რომელსაც "სძულს რუსეთი და ატყუებს პუტინს".

XS
SM
MD
LG