Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიოლა ფონ კრამონი: "დროა, ქართველებისგან მაგალითი ავიღოთ"


ვიოლა ფონ კრამონი
ვიოლა ფონ კრამონი

“ქართველი ხალხი ძალიან არ ჰგავს თავის ხელისუფლებას. ყველა გამოვიდა ქუჩაში, რათა მათი ხმა გაეგონათ თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით, მოსკოვში”, - თქვა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

ის სიტყვით გამოვიდა ევროპის პარლამენტში გამართულ დებატებზე, სადაც დეპუტატები წინა კვირაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებდნენ. ფონ კრამონმა, რომელიც ევროპარლამენტში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ცხადი კრიტიკოსია, ხელისუფლება "ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟში" დაადანაშაულა.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე თავი მოითხოვს ხელისუფლებისგან უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში. თუმცა ხელისუფლება აყენებს ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესს ამ კონსტიტუციაზე მაღლა", - თქვა ევროპარლამენტარმა.

მან მიულოცა ქართველ ხალხს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის ჩაგდება და საქართველოში გამართულ დემონსტრაციებს სამაგალითო უწოდა.

"დროა, ქართველებისგან ავიღოთ მაგალითი და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მაშინაც კი, თუკი მათი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს", - დასძინა მან.

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა "ქართული ოცნების" სატელიტის, "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი უვხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ის უცხოეთიდან 20%-ით მაინც დაფინანსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მედიას "უცხოეთის აგენტად" აცხადებდა". ამას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებსაც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით უპასუხა. ორდღიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

XS
SM
MD
LG