Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის პრემიერი მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას


კრიშიანის კარინში, ლატვიის პრემიერ-მინისტრი
კრიშიანის კარინში, ლატვიის პრემიერ-მინისტრი

ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინში მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას - "ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გაგზავნოს დასავლეთმა საბრძოლო თვითმფრინავები... თუ უკრაინას ისინი სჭირდება, უნდა მიიღოს", უთხრა მან გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ს.

კარინშის თქმით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უბრალოდ დროის საკითხია. ლატვიის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია, გერმანიის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG