Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში მართავენ მოლაპარაკებებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის


სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (მარცხნივ) და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი. (კოლაჟი)
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (მარცხნივ) და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი. (კოლაჟი)

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები 27 თებერვალს ბრიუსელში გამართავენ მოლაპარაკებებს, რომლის დღის წესრიგშია ბალკანეთის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი შეხვედრებს გამართავს კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისთან და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან, რომლებიც შეთანხმების შესახებ უკვე რამდენიმე თვეა მსჯელობენ ევროპის კავშირისა და შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ.

გარიგების ტექსტი არ გამოუქვეყნებია არცერთი ქვეყნის მთავრობას და არც ევროპის კავშირს. მაგრამ ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს ოფიციალური დოკუმენტების ორმხრივ აღიარებას, ფინანსური დახმარების გაზრდას და სხვა ზომებს სერბეთსა და კოსოვოში ხალხის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა გაღრმავდა გასული წლის ბოლოს, როცა ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბული წარმომავლობის ყოფილი პოლიციელის დაპატიმრების გამო.

ბელგრადი არ აღიარებს 2008 წელს გამოცხადებულ კოსოვოს დამოუკიდებლობას. რესპუბლიკის ორი მილიონი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია, სერბების რაოდენობა დაახლოებით 120 ათასს შეადგენს.

XS
SM
MD
LG