Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს


თბილისი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია.
თბილისი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია.

ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეები.

თბილისი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია.
თბილისი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია.

აქციის „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ მონაწილეების დიდი ნაწილი უკვე იმყოფება პარლამენტის წინ. იქ მოწყობილი სცენიდან დაიწყო სიტყვით გამოსვლები. მოისმინეს საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

დემონსტრაციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

თბილისი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია.
თბილისი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია.

საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები კი უმეტესად რუსთაველის მეტროსთან იმყოფებიან. როგორც პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა ილო ბეროშვილმა თქვა, ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილთა მარშის მონაწილეები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდება.

თბილისი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია.
თბილისი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია.

სოლიდარობის აქცია გამართეს ბათუმში უკრაინელმა აქტივისტებმა .

დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

XS
SM
MD
LG