Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი: რუსეთის ოფიციალური პირები საკმარის ტყვია-წამალს არ აძლევენ "ვაგნერის" მეომრებს


ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დამაარსებელი
ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დამაარსებელი

გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის ოფიციალური პირები მის მეომრებს განზრახ არ აწვდიან საკმარის ტყვია-წამალს, რაც ნაწილია მიმდინარე დაპირისპირებისა მასსა და რუსეთის ელიტას შორის. პრიგოჟინი ოფიციალური პირების სახელებს არ აკონკრეტებს.

პრიგოჟინმა, ერთ დროს სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელმა, რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ გავლენას მიაღწია უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, მისი "ვაგნერის" მეომრები ჩართულები არიან რუსეთის ხანგრძლივ ბრძოლაში ქალაქ ბახმუტისთვის, უკრაინის დონეცკის რეგიონში.

მისი პრესსამსახურის მიერ 20 თებერვალს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი ამბობს, რომ მისგან მოითხოვეს "ბოდიშის მოხდა და დამორჩილება", საიმისოდ, რომ მის სამხედროებს საკმარისი ტყვია-წამალი ჰქონოდათ.

XS
SM
MD
LG