Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 ათასს გადააჭარბა


თურქეთსა და სირიაში თებერვლის დამდეგს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

როგორც Reuters-ი წერს 18 თებერვალს, თურქეთში დაიღუპა 39 672 ადამიანი, სირიაში - 5800-ზე მეტი. ორი ქვეყნის ხელისუფლებები არ იტყობინებიან, რამდენი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

თურქეთში სერიოზულ პრეტენზიებს უყენებენ ხელისუფლებასა და მშენებლებს, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, წესებს არ იცავდნენ სეისმურად აქტიურ ზონებში მრავალსართულიანი შენობების შენებისას. მიმდინარეობს გამოძიება შენობების ჩამონგრევასთან დაკავშირებით. გაცემულია განკარგულებები 100-ზე მეტი ეჭვმიტანილის დაკავების თაობაზე.

5 თევებვალს ღამით სამხრე-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალებულ ქალაქებში ათასობით მაცხოვრებელი დარჩა უსახლკაროდ, დაინგრა ათასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და მრავალბინიანი სახლები. თურქეთში ერთი თვით გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.

თურქეთსა და სირიაში 70 ქვეყნიდან ჩავიდნენ მაშველები და მედიკოსები. გაერომ თავისი საგანგებო ფონდიდან 25 მილიონი დოლარი გამოყო თურქეთსა და სირიაში დაზარალებულთა სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისთვის. აშშ-მა მიწისძვრის შემდეგ 85 მილიონი დოლარი გამოყო თურქეთისა და სირიის დასახმარებლად. მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა, რომ თურქეთს 1,78 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

XS
SM
MD
LG