კანადის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს უცნობი საჰაერო მოწყობილობა. ცილინდრული ფორმის აპარატი 12 კილომეტრის სიმაღლეზე შენიშნეს. პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გასცა ბრძანება ობიექტის განადგურების შესახებ, რადგან მას შეიძლებოდა ფრენაში ხელი შეეშალა სამგზავრო თვითმფრინავებისთვის.
აპარატი ჩამოაგდო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების F-22-ის ტიპის გამანადგურებელმა, რომელიც ალასკაზე მდებარე, ერთობლივი, კანადა-აშშ-ის ბაზიდან აფრინდა.
კანადის სამხედროები აგროვებენ აპარატის ნამსხვრევებს, რათა დაადგინონ, რა დანიშნულების ობიექტი ჩამოაგდეს.
ეს უკვე მესამე ასეთი შემთხვევაა ამ კვირაში ჩრდილოეთი ამერიკის საჰაერო სივრცეში. 4 თებერვალს აშშ-მა კეროლაინის შტატის თავზე ჩამოაგდეს ჩინეთის აეროსტატი. ამერიკელები ფიქრობენ, რომ მას შეიძლებოდა სამხედრო ობიექტებისთვის ეთვალთვალა. ჩინეთის თანახმად, ეს იყო სამოქალაქო მისიის, მეტეოროლოგიური ზონდი, რომელიც კურსს ასცდა.
ჩინეთის მთავრობამ პროტესტი გამოთქვა და აშშ-ის მიერ მისი აეროსტატის ჩამოგდება „გადაჭარბებულ რეაქციად“ და საერთაშორისო ნორმების დარღვევად შეაფასა.
10 თებერვალს ჩამოაგდეს ობიექტი ალიასკის თავზე. მიმდინარეობს მისი ამოცნობის სამუშაოები.