Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პენცენტრმა გაავრცელა განცხადება მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო


 4 თებერვალს გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი  ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე წარწერა დატოვა: ხელოვნება ცოცხალი და დამუკიდებელია!  
 4 თებერვალს გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი  ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე წარწერა დატოვა: ხელოვნება ცოცხალი და დამუკიდებელია!  

საქართველოს პენცენტრი განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე 52 ადამიანი აწერს ხელს, გმობს მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

საქმე ეხება ეროვნულ გალერეაში მხატვრის საპროტესტო ნამუშევარს.

პენცენტრისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა", - წერია განცხადებაში.

მასზე ხელის მომწერი პირები თვლიან, რომ „ეს ქმედება შეუთავსებელია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ფასეულობებთან და ღირებულებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან“.

განცხადებაზე ხელის მომწერები მოითხოვენ შეწყდეს ნებისმიერი სახის სამართალწარმოება, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე ადმინისტრაციული და „მომავალშიც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე კულტურის სამინისტრომ და მათდამი დაქვემდებარებულმა უწყებებმა, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით“.

საქართველოს პენცენტრი, ამავე განცხადებაში მოითხოვს, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.“

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი იმავე დღეს ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა გალერეამ გაავრცელა განცხადება, რომ „მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია“.
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოში პენცენტრი მოქმედებს 1991 წლიდან. საერთაშორისო პენცენტრი შეიქმნა 1921 წელს და არის ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG