Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ უგლედართან მძიმე დანაკარგები განიცადა - პრორუსული წყაროები


საილუსტრაციო ფოტო: აფეთქებული რუსული ტანკი
საილუსტრაციო ფოტო: აფეთქებული რუსული ტანკი

პრორუსულმა წყაროებმა აღიარეს რუსული არმიის მძიმე დანაკარგები დონეცკის რეგიონში უგლედარის მახლობლად მიმდინარე წარუმატებელი შეტევის მცდელობის დროს.

განადგურდა ათობით ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი, დაღუპული და დაჭრილია ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული ან სულაც ასეული. „როგორც ტირში ისე გვესროდნენ“, - წერს თავის ტელეგრამში დონეცკში პრორუსული სეპარატისტული ჯარების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი.

წარუმატებელი თავდასხმის ამსახველი ვიდეოზე, რომელიც უკრაინული წყაროების შემდეგ, არაერთი რუსული პრორუსული ტელეგრამის არხმაც გამოაქვეყნა, ასახავს 6 თებერვლის შეტევას, რომელიც რუსული შენაერთის დამარცხებით დასრულდა. ვიდეოზე ჩანს უკრაინის სამხედრო ძალების შეტევის შედეგად განადგურებული რუსეთის 30-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის დაახლოებით 15 ტანკი.

უგლედარზე შეტევას წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე და მე-40 ცალკეული საზღვაო ბრიგადები, დონეცკის სეპარატისტული დანაყოფების სპეცრაზმის მხარდაჭერით აწარმოებენ. როგორც უკრაინელი ჟურნალისტების რეპორტაჟებიდან ჩანს, ამ მიმართულებაზე მათ დაუპირისპირდა უკრაინის არმიის 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. უგლედარის მიმართულებით იანვრის ბოლოს მომხდარი რუსეთის არმიის კიდევ ერთი წარუმატებელი თავდასხმა ავსტრიელმა სამხედრო ანალიტიკოსმა, ტომ კუპერმა, აღწერა.

რუსეთის პრო-სამხედრო ტელეგრამის არხებით უგლედარიდან გავრცელებული ვიდეოები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის აქტიური კრიტიკის საგნად იქცა. კომენტატორები რუსეთის სარდლობას მოუმზადებელი შეტევის, ელექტრონული ჩახშობის სისტემების არ არსებობის და სამხედრო დანაკარგების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ.

უგლედარი არის ქალაქი უკრაინის დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთის არმიამ შეტევა აგვისტოში დაიწყო. ქალაქს, რომელშიც ომამდე დაახლოებით 14 ათასი მოსახლე იყო, მძიმე ბრძოლის ადგილად იქცა, ექვსი თვის განმავლობაში წარმატებით იცავს უკრაინის არმია.

XS
SM
MD
LG