Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე დარტყმებისთვის გამოყენებული იყო 40-ზე მეტი რაკეტა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით და ფრთოსანი და საზენიტო მართვადი რაკეტებით მიიტანა იერიში ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებზე. სარდლობის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენეს 7 ე.წ. კამიკაძე-დრონი Shahed-136/131, საზღვაო ბაზირების 6 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ და 35-მდე საზენიტო მართვადი რაკეტა ეს-300.

უკრაინელი სამხედროების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 5 ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი" და 5 უპილოტო საფრენი აპარატი. რაც შეეხება ეს-300 ტიპის რაკეტებს, სარდლობა აღნიშნავს, რომ არსებული სისტემებით მათი ჰაერში განადგურება შეუძლებელია.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, რუსული რაკეტები მოხვდა რამდენიმე მაღალვოლტიან ენერგოობიექტს, რის გამოც ზოგიერთ ოლქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

XS
SM
MD
LG