Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი კონგრესში: აშშ უკრაინას მხარს დაუჭერს მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესში, 2023 წლის 7 თებერვალი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესში, 2023 წლის 7 თებერვალი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ ერთიანი პოზიციით უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, "რამდენი დროც უნდა დასჭირდეს".

კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ქვეყნის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში ბაიდენმა თქვა, რომ მთავრობამ გააერთიანა ნატო, შექმნა გლობალური კოალიცია და იდგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.

აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც. აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიზანია რუსეთში ფინანსური ზარალის გამოწვევა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ კონგრესის წინაშე თავისი შარშანდელი გამოსვლა გაიმართა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო "სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე", რაც გამოცდა იყო მსოფლიოსთვის. "დავიცავდით ყველაზე საბაზისო პრინციპებს? დავდგებოდით სუვერენიტეტის სადარაჯოზე? ტირანიის გარეშე ცხოვრების ადამიანთა უფლების სადარაჯოზე? დავდგებოდით დემოკრატიის დასაცავად?" - იკითხა ბაიდენმა.

პუტინი აკრიტიკებს უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებას, რასაც რუსეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს. იგი აცხადებს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში.

XS
SM
MD
LG