Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ახლა გულის გატეხის კი არა, გაბრაზების დროა


ფოტო არქივიდან: ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვის დროს
ფოტო არქივიდან: ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვის დროს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა მისთვის სასჯელის მოხდის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესს. ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა გულის გატეხის კი არა, გაბრაზების დროა.

„როგორც მოსალოდნელი იყო რუსების ნამესტნიკები ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ აჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მას. მედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ თამაშს აზრი არა აქვს, დასავლეთს ვეღარ ატყუებენ და პირიქით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. უკრაინა ერთ ამბავშია და ამათ გადაწყვიტეს, რომ პუტინს ასიამოვნონ პირდაპირ და ყოველგვარი დამალვის გარეშე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს თვეები მიტინგებზე გამოდის, ვინც სასამართლოსთან მოდიოდა, ვინც საავადმყოფოსთან ათევს ღამეებს. ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება", - ვკითხულობთ ფეისბუკზე, სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე, მისი სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე. 6 თებერვალს, 17:00 საათზე, გაიმართება დასკვნითი სხდომა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG