4 თებერვალს აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმოება გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშმა უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისე - ანგარიში მოსკოვმა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია, ვაშინგტონი კი გამოვიდა მისი სწრაფი განახლების მოწოდებით.
WHO-ის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ ღებრეისუსის ანგარიში წარმოადგინა ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ, რომლის წევრებს შორის რუსეთიც და აშშ-ის არიან. ანგარიში მოიცავს 2022 წლის პირველი ცხრა თვის მოვლენებს, და ვითარებას უკრაინაში - რომელშიც რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა - აფასებს ერთ-ერთად მსოფლიოს რვა მწვავე ჯანდაცვის კრიზისს შორის.
ანგარიშში აღწერილია 14 000-ზე მეტი მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის, ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 17.7 მილიონ ადამიანს, და რომ ევროპის მასშტაბით 7.5 მილიონი უკრაინელი იქცა ლტოლვილად.
WHO-ის საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა ანგარიშს პოლიტიკურად მოტივირებული და ცალმხრივი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებით მასში დაუსაბუთებელი ცნობებია მოტანილი.
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი, შება კროკერი გამოვიდა მოწოდებით ანგარიში მალე განახლდეს ცნობებით უკრაინაში სექტემბრის შემდეგ განვითარებული პროცესების შესახებ.