სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად. წუხელ დადასტურებული იყო 2 ადამიანის სიკვდილი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
1 თებერვალს, ღამით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა კრამატორსკის საცხოვრებელ რაიონზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მთლიანად დაინგრა 4-სართულიანი სახლის ერთი სადარბაზო. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე კორპუსი. დონეცკის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს რაკეტა „ისკანდერი“ მოხვდა.