6 წლის წინ ერთმა წინადადებამ "უი, შვილო, კიბო გაქვს", სოფო ფირანიშვილის ცხოვრება ამოაყირავა. დიაგნოზი - ძვლის კიბო, მესამე სტადია, ავთვისებიანი.
დღეს, როცა სოფო უკვე ჯანმრთელია, ავადმყოფობიდან გამოჯანმრთლებამდე ბევრი ძველი მეგობარი დაკარგა და ახალი შეიძინა, თანამოაზრეებთან ერთად კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია დააფუძნა და ონკოლოგიურ პაციენტებსა და მათ ეხმარება, ვისაც მომავალში სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ.