Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბებიის მკვლელობის შეკვეთისთვის თბილისში 26 წლის მამაკაცი დააკავეს


საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ლენტი
საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ლენტი

პოლიციამ დააკავა 1997 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც, მათი მტკიცებით, ბებიის მკვლელობის შეკვეთას ცდილობდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის ცნობით, ბრალდებული დაუკავშირდა პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა და მას 150 ათასი დოლარის გადახდას შეჰპირდა - თანხის ნაწილი კი წინასწარ გადასცა. ბრალდებულმა მას დაუსახელა მსხვერპლის სახელი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ბებიის ფოტოსურათები გაუგზავნა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG