Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც თელავში ქალი მოკლა


ქალის მკვლელობაში ბრალდებული
ქალის მკვლელობაში ბრალდებული

თელავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა.

ბრალდებულმა თორნიკე გამხვეტელაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაულს აღიარებდა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამხვეტელაშვილს ბრალდება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა. ბრალდებულს ოჯახში ძალადობის გამო მანამდე გირაო ჰქონდა შეფარდებული.

თელავში კაცმა 26 წლის ქალი 9 ოქტომბერს მოკლა. გარდაცვლილის ახლობლები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ შემთხვევის დროს ქალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, ბრალდებული მას 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG