Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით


რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა, იტყობინება RBC. ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელია უკანასკნელი შვიდი წლის გამავლობაში.

რუსეთის ბანკებს ასეთი დაბალი მოგება არ ჰქონიათ 2015 წლის შემდეგ, როცა მათ 192 მილიარდი რუბლი შემოსავალი მიიღეს. ამასთან 2022 წლის პირველ ნახევარში ბანკების შემოსავალი სარეკორდოდ დაბლა, მინუს 1,5 ტრილიონამდე დაეცა, რის კომპენსირებაც წლის მეორე ნახევარში მოხერხდა.

RBC აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორმა მოახერხა მინუსში არ წასულიყო „სბერბაკის“ წყალობით, რომელმაც წელი 300 მილიონი დოლარი მოგებით დაასრულა. რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, საბანკო სექტორს ნულოვანი ზრდა უნდა ჰქონოდა. საბანკო სექტორს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ბანკების ოპერაციებმა ფასიანი ქაღალდებით, აქტივების გადაფასებამ უცხოურ ვალუტაში და ძვირფას ლითონებში.

2023 წელს ცენტრალური ბანკი 1 ტრილიონი რუბლის მოგების პროგნოზს აკეთებს, „თუკი არ მოხდება სრულიად გაუთვალისწინებელი რყევები“.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის თებერვალში, დასავლეთის ქვეყნებმა და იაპონიამ სანქციები დაუწესეს რუსეთის წამყვან ბანკებს.

2022 წელს კომპანიებმა და ადამიანებმა რუსეთის ბანკების ანგარიშებიდან სარეკორდო მოცულობის 251 მილიარდი დოლარი გაიტანეს.

XS
SM
MD
LG