Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, შესაძლოა, ევროპას ესტუმროს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ თვეში განიხილავს ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობას, რათა ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავს დაემთხვეს.

ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-ის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმა წარმომადგენელმა და ამ ვიზიტის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის მცოდნე ერთმა პირმა განუცხადეს.

ვიზიტისთვის სხვადასხვა ადგილი, მათ შორის პოლონეთი განიხილება.

აშშ-ის სამი ოფიციალური პირის განცხადებით, რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტის გამოცხადების შესაძლებლობას.

საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ევროპული ტურნეს შესახებ ჯერ არ არის მიღებული.

XS
SM
MD
LG