კახა ბექაური მომავალი სამი წლის განმავლობაში კვლავ უხელმძღვანელებს კომუნიკაციების კომისიას. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ის მესამედ აირჩიეს. ბექაურს კონკურენტი არ ჰყოლია.
კახა ბექაური კომისიის წევრი 2014 წელს გახდა, მეორე ვადით კი პარლამენტმა 2019 წელს აირჩია.
კომუნიკაციების კომისია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია - 2020 წელს მან 188 585 ლარი აიღო ხელფასის სახით.
კახა ბექაური კომისიაში მუშაობამდე რამდენიმე ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, ბოლოს „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას, „მეცხრე არხს” მართავდა.