Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საგარეჯოში, 5 ადამიანის მკვლელობის ადგილზე


საცხოვრებელი სახლი, საიდანაც შეიარაღებულმა პირმა 5 ადამიანი მოკლა. საგარეჯო, 2023 წლის 20 იანვარი
საცხოვრებელი სახლი, საიდანაც შეიარაღებულმა პირმა 5 ადამიანი მოკლა. საგარეჯო, 2023 წლის 20 იანვარი

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საგარეჯოში, სადაც წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ საცხოვრებელი სახლის აივნიდან ეზოში მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის ადგილზე მისული პოლიციელებიდან ერთ-ერთი. დაჭრილია 5 ადამიანი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან ჯერჯერობით არავის უშვებენ. აკრძალულია ტერიტორიაზე შესვლაც.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ, რომელმაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, "ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა“. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006-2021 წლებში. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG