Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ფართომასშტაბიანი გაფიცვა იმართება საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ


საფრანგეთში გაიფიცნენ ტრანსპორტის, მათ შორის, პარიზის მეტროს მუშაკები. 19 იანვარი, 2023 წელი
საფრანგეთში გაიფიცნენ ტრანსპორტის, მათ შორის, პარიზის მეტროს მუშაკები. 19 იანვარი, 2023 წელი

ასეულათასობით ადამიანი მონაწილეობს საფრანგეთში 19 იანვრის გაფიცვაში, რომელიც მიმართულია დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ.

გაფიცვისკენ მოწოდებით გამოვიდა რამდენიმე მსხვილი პროფკავშირული გაერთიანება.

არ მოძრაობს ავტობუსები და მატარებლები, მთელ ქვეყანაში დაიხურა არაერთი სკოლა.

პარიზში, ნანტში, ბორდოში და ბევრ პატარა ქალაქში დაგეგმილი იყო დემონსტრაციები და შეხვედრები.

წევრების რაოდენობით საფრანგეთის უდიდესმა „პროფკავშირთა დემოკრატიულმა გაერთიანებამ" (CFTD) უკვე განაცხადა წარმატების შესახებ.

შრომის, დასაქმების და ინტეგრაციის მინისტრმა ოლივიე დუსოპმა თქვა, რომ კარგად ესმის დასაქმებულთა საზრუნავი, თუმცა იქვე საყვედური გამოთქვა პროფკავშირების მიმართ, რომ ის მათ გამიზნულად აქეზებს.

საფრანგეთის მთავრობას სურს, საპენსიო ასაკი ეტაპობრივად გაზარდოს 62-დან 64 წლამდე. მთავრობა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი საპენსიო სისტემის დაფინანსება მოსახლეობის დაბერების ანუ ხანდაზმული ასაკის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის პირობებში.

პროფკავშირები შიშობენ, რომ რეფორმა საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა ბრძოლით მოპოვებული უფლებებს.

XS
SM
MD
LG