Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას ემხრობა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 11 დეკემბერი, 2022 წელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 11 დეკემბერი, 2022 წელი

რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარების მიზნით უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

ევროკავშირის ხელმძღვანელმა 18 იანვარს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების თაობაზე განაცხადა, რომ „თითქმის ერთი წელია, რუსეთი ატარებს განადგურების სტრატეგიას, ტერორის სტრატეგიას, დაბომბვით ცდილობს უკრაინელი ხალხი დაიმორჩილოს“, მაგრამ "უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ“. მან დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს „მხარდაჭერას მანამ, სანამ უკრაინას ეს დასჭირდება. დროა და მათ სასწრაფოდ სჭირდებათ მეტი აღჭურვილობა და მე, პირადად, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების მომხრე ვარ“, - თქვა შარლ მიშელმა.

XS
SM
MD
LG