უცნობმა ცეცხლი გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, პარტია „ნიხასის“ ოფისთან. ამავე შენობაში მანამდე მისი წინასაარჩევნო შტაბი იყო გახსნილი.
ინციდენტის შედეგად, რომელიც 17 იანვარს მოხდა, არავინ დაშავებულა. დე ფაქტო შს მინისტრის, ვალერი გაზაევის, ინფორმაციით, პირის ვინაობა დადგენილია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შემოვიდა ოსეთისა და გაგლოევის ქუჩის კვეთაზე მომხდარი სროლის შესახებ, უცნობმა ჰაერში გაისროლა და ადგილიდან მიიმალა, სროლის შედეგად დაშავებულები არ არიან. პირის ვინაობა მალევე დადგინდა“,- უთხრა გაზაევმა სააგენტო "რესს".
მისი სიტყვებით, „ბოროტმოქმედის დასაკავებლად სამართალდამცველები ზომებს მიმართავენ“.