Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

118 წლის ასაკში გარდაიცვალა პლანეტის უხუცესი მცხოვრები ლუსილ რანდონი


ფოტო არქივიდან. ლუსილ რანდონი
ფოტო არქივიდან. ლუსილ რანდონი

გარდაიცვალა პლანეტის უხუცესი მცხოვრები, ფრანგი ლუსილ რანდონი. თებერვალში მას 119 წელი შეუსრულდებოდა.

ლუსილ რანდონი 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა. 1945 წლიდან, 28 წლის განმავლობაში მუშაობდა ქალაქ ვიშის საავადმყოფოში, 70-იანი წლების ბოლოდან კი, საფრანგეთის სხვადასხვა მონასტერში მოღვაწეობდა და მონაზონ ანდრეს სახელით იყო ცნობილი. ბოლო წლებში მხოლოდ ეტლით გადაადგილდებოდა. 2021 წელს COVID-19-ით დაავადდა, თუმცა, მალე გამოჯანმრთელდა.

სააგენტო „ფრანს პრესის" ინფორმაციით, ლუსილ რანდონი 17 იანვარს ძილში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ პლანეტის უხუცესი მცხოვრები გახდა 115 წლის ესპანელი მარია ბრანიას მორერა.

XS
SM
MD
LG