Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქება იყო


სევასტოპოლის თანამგზავრული ფოტო არქივიდან
სევასტოპოლის თანამგზავრული ფოტო არქივიდან

წუხელ აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში. რადიო თავისუფლების პროექტ Крым.Реалии-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 00:38 საათზე გაიგეს.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამით გაავრცელა მოკლე შეტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ზღვის უბეში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი.

როგორც Крым.Реалии წერს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 2022 წლის აგვისტოდან, თითქმის ყოველდღე ისმის აფეთქებების ხმა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ხსნის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებით. კრემლის მიერ ყირიმის ხელმძღვანელად დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა უკრაინულ დრონებს ყირიმისთვის მთავარი საფრთხე უწოდა.

XS
SM
MD
LG