რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ადმინისტრაციამ დაადასტურა მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია ბელბეკის სამხედრო აეროდრომთან მომხდარი აფეთქებების შესახებ.
კრემლის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამზე წერს, რომ დღეს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელბეკის რაიონში, ზღვის თავზე ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი. რაზვოჟაევი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე დარტყმა განახორციელეს რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე სარატოვის და რიაზანის ოლქებში.