Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი რუსი სამხედრო ემსხვერპლა ყუმბარის აფეთქებას ბელგოროდის რეგიონში, უკრაინასთან ახლოს


საილუსტრაციო ფოტო: აფეთქება ბელგოროდში
საილუსტრაციო ფოტო: აფეთქება ბელგოროდში

14 იანვარს რუსმა სამხედრომ ყუმბარა ააფეთქა და ხანძარი გააჩინა სამხედრო ობიექტზე ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რასაც სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა - ამ ცნობას სახელმწიფო მედია და სხვა სააგენტოები ავრცელებენ. დაიჭრა 16 ჯარისკაცი, რვა სამხედრო დაკარგულია.

ონლაინგამოცემა Baza წერს, რომ აფეთქება მოხდა კულტურის სახლში, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული სამხედროები იყვნენ. გამოცემის თანახმად, ერთმა სამხედრომ, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ააფეთქა RGD-5-ის ტიპის ხელყუმბარა, აფეთქებამ სამხედრო მასალების დეტონაცია გამოიწვია და ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის მედია წერს, რომ აფეთქება უბედური შემთხვევა იყო, თუმცა ამ ვერსიის გადამოწმება არ ხერხდება.

XS
SM
MD
LG