კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მინიმუმ ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა ამ წუთებში, კიევზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიმდინარე სარაკეტო იერიშისას. ობიექტის დანიშნულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
კიევის გარდა საჰაერო განგაშია გამოცხადებული ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავისა და ჩერკასის ოლქებში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა დაუსახლებელ ტერიტორიაზე.
კიევის ოლქში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ უბანში, სოფელ კოპილოვში. დაშავებულთა შესახებ ცნობები ამ დროისათვის არ ვრცელდება.
კიევში საჰაერო განგაშია. ხელისუფლების განცხადებით, კიევზე სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება.
სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხების საშუალებით ავრცელებენ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო.
ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ თავშესაფრებში.